მთავარისიახლეებიპრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

პრეზიდენტი პარლამენტში მივიდა

Published on

პრეზიდენტი უკვე პარლამენტშია. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დახვდა.

სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

სავარაუდოდ დღეს, დღის ბოლომდე გაირკვევა, შეძლებს თუ არა ხელისუფლება გადააყენოს თანამდებობიდან მისივე რჩეული პრეზიდენტი, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს.

მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა სხდომაზე მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი კენჭისყრაზე დასწრებას არ აპირებს, იქამდე კი საკანონმდებლო ორგანოში დებატები გაიმართება.

მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადასაყენებლად 11 ხმა სჭირდება და ამ დროისათვის ამ ხმებს ვერ აგროვებს. “ოცნებას” სულ 89 ხმა აქვს, მათ შორის, 85 თავისი, ხოლო დანარჩენი მისივე დანაყოფების – ფრიდონ ინჯიას პარტიისა და “ხალხის ძალის”.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...