მთავარისიახლეებიპარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა...

პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციოში პრეზიდენტის წარმომადგენლების მიწვევაზე უარი თქვა | ადმინისტრაცია

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მათი მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი თქვა იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

იხილეთ განცხადება:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლოს დასკვნაზე სამ მოსამართლეს – ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს – განსხვავებული აზრი ჰქონდათ და ის დღეს გამოქვეყნდა.

პარლამენტი იმპიჩმენტის პროცესს დღეიდან, 18 ოქტომბრიდან იწყებს. ცნობილია, რომ სხდომას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება და სიტყვით გამოვა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...