მთავარისიახლეებიევროპარლამენტარები: იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ი გაწევრიანების...

ევროპარლამენტარები: იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ი გაწევრიანების მისწრაფებებს

Published on

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, ერთობლივ წერილს ავრცელებენ, სადაც მთავრობის ქმედებებს “ანტიკონსტიტუციურს” უწოდებენ და მმართველ პარტიას “ქვეყნის ევროპული მისწრაფების საბოტაჟში” ადანაშაულებენ.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საქმის გახსნის უფლება მისცა ევროპის დედაქალაქებში ვიზიტებისას კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე, რათა მხარი დაეჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მთავრობის თანხმობის გარეშე.

აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის ნებას საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერის მობილიზების მცდელობაში. ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან არ მისცეს ოფიციალური თანხმობა პრეზიდენტის ტოტალურ ვიზიტებზე 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტში, მათ შორის ევროპარლამენტში.

მთავრობის ქმედება, რომ პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე თანხმობა არ მისცა, აშკარა მცდელობაა, აეკრძალოს პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულება, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება. მთავრობის ასეთი საქციელი არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების აშკარა უზურპაცია კონსტიტუციის უხეში დარღვევით – “სახელმწიფო ხელისუფლება განხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით”.

საქართველოს მთავრობამ და პარტია “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობით და რაციონალური დასაბუთების გარეშე, აშკარად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური დემოკრატიის ევროპული პრინციპები.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ და პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” აჩვენეს, რომ მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. მთავრობა და მმართველი პარტია საბოტაჟს ახდენენ თავიანთი ქვეყნის შანსებზე, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს და თავად უნდა შეხვდნენ უნდობლობის გამოცხადებას.

მთავრობის არაკონსტიტუციური საქციელი პრეზიდენტის მიმართ და იმპიჩმენტის ინიციატივა არის კარგად მომზადებული შეტევა მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მხრიდან სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო.

მოვუწოდებთ ყველა პარლამენტარს, რომელიც გულწრფელად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოიკვლიოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა პრეზიდენტის მიერ მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის დაბლოკვისას”, – ნათქვამია ერთობლივ წერილში.

მიმართვას ხელს ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი და რასა იუკნევიჩიანე აწერენ.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...