დარტყმა ღაზის საავადმყოფოზე, რომელმაც 800 ადამიანი იმსხვერპლა – რა ვიცით

0
439

თავდაპირველად ინფორმაცია Al Jazeera-მ, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომლის ტანახმადაც, ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად 500 ადამიანი გარდაიცვალა. მალევე გავრცელდა პირველი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან (გაფრთხილება: +18 – ფოტოები). 

ისრაელის პირველი ოფიციალური განცხადება არმიის კონტრ-ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში გააკეთა:

💬 “მე ჯერ არ მაქვს სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ, კომენტარი გაკეთდება ინფორმაციის შეკრების შემდეგ”.

მოგვიანებით, ცახალმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საავადმყოფოზე დარტყმის მომენტში, ღაზის თავზე არ იმყოფებოდა მათი არცერთი სამხედრო თვითმფრინავი, ხოლო აფეთქება “ისლამური ჯიჰადის” მიერ არასწორად გაშვებულმა რაკეტამ გამოიწვია, რომელიც ცენტრალური ისრაელისკენ უნდა გაფრენილიყო (საითაც მიმართეს ის ჯიჰადისტებმა), მაგრამ სიმაღლე დაკარგა, დაბლა დაეშვა და საავადმყოფოს შენობას დაეცა, რამაც აფეთქება და მსხვერპლი გამოიწვია. 

ჰამასის პრეს-სამსახური 20:14-ზე აცხადებს, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფას მიმართულებით უშვებს  R160 ტიპის მძლავრ რაკეტას. ხაიფასკენ რაკეტა არ წასულა, განცხადებიდან რამდენიმე წუთში კი ღაზის საავადმყოფოში მძლავრი აფეთქება მოხდა, რომელიც დამანგრეველი აღმოჩნდა იმიტომ, რომ შენობაში არსებული საბრძოლო მასალების საწყობის დეტონაცია გამოიწვია.

მოგვიანებით გამოქვეყნდა კადრი ალ-ჯაზირას პირდაპირი ეთერიდან, სადაც ჩანს, როგორ კარგავს სიმაღლეს ერთ-ერთი რაკეტა და ეშვება ჩაბნელებული ღაზის სექტორის დასახლებაში, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც შორი ხედით ჩანს უკან დაშვებული რაკეტა და აფეთქების მომენტი. 

ოდნავ მოგვიანებით ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა:

“ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა ჰამასის ბარბაროსებმა განახორციელეს და არა ცახალმა. ის, ვინც სასტიკად ხოცავს ჩვენს ბავშვებს, თავის ბავშვებსაც იმეტებს სასიკვდილოდ”, – განაცხადა მან. 

ისრაელის ტავის მართლების მიუხედავად, ღაზის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებას მყისიერი და მრისხანე რეაქცია მოჰყვა არაბულ სამყაროში: მეჩეთმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მუსლიმებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდა, პალესტინის ლიდერმა, პროტესტის ნიშნად, უარი განაცხადა ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ირანის მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთის თავზე, ისტორიაში პირველად, შავი დროშა აღიმართა, ხოლო ლიბანის “ჰეზბოლამ” მკვეთრი განცხადება გააკეთა და დღევანდელი დღე, ოთხშაბათი, “საყოველთაო მრისხანების” დღედ გამოაცხადა. 

ცახალმა კი დილით კიდევ ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რიოთაც ამტკიცებს, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, აფეთქების შემდეგ, არ დარჩენილა ავიადარტყმისთვის დამახასიათებელი ღმულები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფეთქების მიზეზი რაკეტაა და არა ავიაბომბი. 

ამის მიხედევად, მსოფლიოს მასთაბით ღამითაც და დილიდანაც გრძელდება მუსლიმთა საპროტესტო გამოსვლები. სიტუაცია დაიძაბა თურქეთშიც, სადაც ჰამასის მომხრეებმა ამერიკულ ბაზაზე სეტევა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ ცრენლსადენი გაზი გამოიყენა. ერთ-ერთი დემონსტრანტი, სუნთქვის უკმარისობით, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. 

შენიშვნა: სტატიაში დასახელებული და აღწერილი ყველა ვიდეო და ფოტომასალა გამოქვეყნებულია ჩვენს ტელეგრამ-არხზე.

წინა სტატია“აგროკრედიტის” ფარგლებში აღებული ფული არადანიშნულებისამებრ დახარჯეს | 14 პირის მიმართ დევნა დაიწყო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური