მთავარისიახლეებისაზოგადოებარატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაცემულ ქართველებს ძმათა სასაფლაოზე - მინისტრის პასუხი

რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაცემულ ქართველებს ძმათა სასაფლაოზე – მინისტრის პასუხი

Published on

დღეს პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, თავდაცვის მინისტრი იმყოფება. დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ მას ჰკითხა, რატომ არ კრძალავენ უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს ძმათა სასაფლაოზე. მინისტრის პასუხი:

💬 “ჩვენ ავიღეთ ჩვენ თავზე ეს საკითხი და პატივით ვკრძალავთ მათ და ის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებაა შესატანი და შეიძლება კიდევ უფრო მეტი პატივი მივაგოთ, ეს ერთის მხრივ სცდება ჩვენს კომპეტენციას და მეორეს მხრივ, შეიძლება ამას არ ჰქონდეს რაღაც ზღვარი, რომ განვასხვაოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულები, სხვისგან. თხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა მათი ოჯახის წევრებისგან, ვთვლით, რომ შევასრულეთ და არც ერთი შემთხვევა არ დაგვიტოვებია სამხედრო პატივით დაკრძალვის გარეშე”.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლთა ცხედრების დახვედრაში, საქართველოში ჩამოსვენების პირველი წუთებიდანვე, მონაწილეობს თავდაცვის სამინისტროს სარიტუალო სამსახური. დაკრძალვის დღემდე ცხედართან მორიგეობს საპატიო ყარაული, სასაფლაოზე, დაკრძალვის დროს, ისმის გამოსამშვიდობებელი ზალპი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს უკრავს სამხედრო ორკესტრი, თუმცა, არცერთი დაცემული მებრძოლი საძმო სასაფლაოზე არ დაკრძალულა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...