მთავარისიახლეებიკირცხის საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია

კირცხის საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია

Published on

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ კირცხის საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია. განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, ბელა კვირტიამ 8 კაციანი საბჭოდან სამი მხარდაჭერა მიიღო, სამი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად ცნეს, რადგან საბჭოს წევრი საზღვარგარეთ იმყოფება.

კირცხის სკოლის ყოფილი დირექტორია დიმონ არახამია, რომელსაც დირექტორობაზე სხვა სკოლაში ჰქონდა განაცხადი წარდგენილი, თუმცა საბჭომ ის არსად არ აირჩია. არახამია ამ ყველაფრის მიზეზად პოლიტიკურ ინტერესებს ასახელებს. ის ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” საარჩევნოდ მისგან მშობლებსა და პედაგოგებში აგიტაციის ჩატარებასა და ხმების მოგროვებას ითხოვს, რაზეც თავად უარს ამბობს. არახამიას თქმით, მისი თანამდებობაც ამან შეიწირა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...