მთავარისიახლეებიისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ იძულებით გადაადგილება 500 000-მდე ადამიანს მოუწია | IDF

ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ იძულებით გადაადგილება 500 000-მდე ადამიანს მოუწია | IDF

Published on

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, რომ “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ დაახლოებით 500 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

“ღაზის სექტორის გარშემო ყველა დასახლება ევაკუირებულია მთავრობის მითითებების შესაბამისად. არ გვინდა, მშვიდობიანი მოქალაქეები საბრძოლო ზონასთან ახლოს იმყოფებოდნენ… ჩვენ ვსაუბრობთ მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ სიტუაციაზე ისრაელში”, – განაცხადა კონრიკუსმა და ასევე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში გაცილებით უარესი სიტუაციაა.

მისი თქმით, იძულებით გადაადგილებულ 500 000 ისრაელელს შორის არიან ის მოქალაქეებიც, რომლებიც ლიბანთან საზღვრის მიმდებარე დასახლებებში ცხოვრობენ. მათი ევაკუაცია ისრაელმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ლიბანიდან თავდასხმები გახშირდა. მათ ნაწილზე პასუხისმგებლობა “ჰეზბოლამ” აიღო.

ამას გარდა, როგორც BBC აღნიშნავს, ღაზის სექტორში იძულებით გადაადგილება მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვი უკვე 4 000-ს აჭარბებს. ამასთან, ტერორისტულმა დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ღაზის სექტორში 200-დან 250-მდე ტყვე ჰყავთ.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...