მთავარისიახლეებიილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი | კალაძე...

ილუზიებშია, ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი, ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი | კალაძე ზურაბიშვილზე

Published on

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახი კალაძეც იმეორებს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, რაც სამარცხვინოა, რადგან ის პირველი უნდა იყოს, ვინც დაიცავს მას. კალაძის თქმითვე, ზურაბიშვილი იპიჩმენტს ნამდვილად იმსახურებს.

“რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო, თუმცა ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს. კალაძე ზურაბიშვილს გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა:

“ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ, ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს, რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. 9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას, ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებს, მათი თქმით, სასამართლომ ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები.

პარლამენტი ამ საკითხის განხილვას ხვალ, 18 ოქტომბერს დაიწყებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....