მთავარისიახლეებისასამართლომ გაახმოვანა ის, რაც "ოცნებამ" დაუკვეთა | "ლელო" პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც “ოცნებამ” დაუკვეთა | “ლელო” პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

Published on

პარტია “ლელო” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.

პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა. მისი თქმით, “ოცნება” კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის, პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება.

“რუსული დავალებების შემსრულებელი “ქართული ოცნება” კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის, პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან. ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის “ქართული ოცნების” რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ინარჩუნებდა დღემდე და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინა ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება.

რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაუკვეთა და კობახიძემ კერძოდ, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში კვლავ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის “ქართული ოცნების” ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილის იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ” და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, “ქართული ოცნებისთვის” დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

სიახლეები

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...

უკრაინული მიწის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ – ეს უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებია. პუტინი დონბასზე ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ კიევის ოკუპაცია გადაწყვიტა-ზელენსკი

"უკრაინისთვის დახმარების გაწევის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არცერთი ევროპული ქვეყნის ინტერესებში არ შედის, რადგან საქმე...

რუსეთის ნოვგოროდის ოლქზე იერიშის შედეგად, სავარაუდოდ, საავიაციო სარემონტო ქარხანა დაზიანდა

9 ნოემბრის ღამეს უკრაინამ რუსეთის ნოვგოროდის ოლქის ქალაქ სტარაია-რუსაზე იერიში მიიტანა. OSINT-არხების ცნობით, თავდასხმის...