მთავარისიახლეებიისრაელის არმიის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთი დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზის ჩრდილოეთი დატოვა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა

Published on

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დაახლოებით ნახევარმა მილიონი ადამიანმა დატოვა ჩრდილოეთი ღაზა და გადავიდა სამხრეთისაკენ, პარასკევს ისრაელის მიერ ევაკუაციის მოწოდების შემდეგ. ეს ჩრდილოეთ ღაზის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარია.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ომის შემდეგი ეტაპისთვის ემზადება, რომლის დროსაც იქნება უფრო მეტი დარტყმა და “მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციები”. სამხრეთ ღაზა იბრძვის ხალხის ნაკადის დასაკმაყოფილებლად. თავშესაფრები გადატვირთულია და ტერიტორია საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტს განიცდის.

IDF-ს სპიკერმა თქვა, რომ ისრაელმა “გახსნა ონკანები” თავის მხარეს, რათა წყალი შევიდეს სამხრეთ ღაზაში, მაგრამ თქვა, რომ არ აქვთ ხილვადობა, რამდენად რეალურად მიედინება წყალი იქ, სადაც უნდა მიდიოდეს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ “ჰამასის” შეტევაზე საპასუხო დარტყმებით. ისრაელის ცნობით, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად 1 400 ადამიანი დაიღუპა.

სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო - რეზოლუცია 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა...

ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მიწის მასამ 4 საცხოვრებელი სახლი დაანგრია

„ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში, 2026 წლის 26 ნოემბერს, ღამის საათებში მეწყრული პროცესი განვითარდა, რის...

თეიმურაზ კუპატაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, შალვა თადუმაძე კი მინისტრის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ცნობით, თეიმურაზ კუპატაძე...

ირაკლი ფირცხალავამ, 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ, საპატიმრო დატოვა

კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ 12-წლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაცია ტაბულას...