მთავარისიახლეებიდაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა | საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა | საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

Published on

დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა – საკონსტიტუციო სასამართლო 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმის გადაწყვეტილებას დღეს გაასაჯაროებს.

იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება დადებითი იქნება, ის პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება, ამ დროისთვის კი მას 88 ხმა აქვს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებდა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერდა. ენმ-ის ფრაქცია კი კენჭისყრის დღეს, საერთოდ არ აპირებს სასესიო დარბაზში შესვლას და იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებსაც.

მანამდე კი, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილმა – საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხზე სამი დღის განმავლობაში მსჯელობდა – პრეზიდენტისა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იხსენებდნენ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს, რა დროსაც ის საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გერმანიის, საფრანგეთისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.

“ოცნებას” 4 დეპუტატი – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდა, პრეზიდენტს კი იურისტი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი. სხდომაზე დასასწრებად ბათუმში არ ჩასულა სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად, მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც “უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...