მთავარისიახლეებიმსოფლიო"ცახალმა" ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა - სად რა ხდება ისრაელში

“ცახალმა” ალეპოს საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – სად რა ხდება ისრაელში

Published on

ისრაელმა დაბომბა და მწყობრიდან გამოიყვანა ასაფრენი ზოლი სირიის დედაქალაქ ალეპოს საერთაშორისო აეროპორტში.

სხვათა შორის, ეს ზოლი ცახალმა ფრთოსანი რაკეტით ხუთშაბათსაც დაბომბა და სირიელებმა შეაკეთეს.

დაბომბვის მიზეზად ცახალმა ის დაასახელა, რომ ამ ზოლზე დასაფრენად ირანიდან, სამხედრო აღჭურვილობით სავსე სამხედრო თვითმფრინავი აპირებდა დაჯდომას, რომელიც იძულებული გახდა, უკან გაბრუნებულიყო. 

ამჯამად ალეპოს საერთაშორისო აეროპორტს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება. მიმდინარეობს ასაფრენი ზოლის შეკეთების პროცესი. 

სახმელეთო ოპერაცია ღაზის სექტორში ამ დრომდე არ დაწყებულა, რადგან ისრაელმა, აშშ-ის თხოვნით, გაზარდა ვადა, რომელიც ღაზის სექტორის მოსალეობას მისცა ანკლავის დასატოვებლად. 

ამასობაში, “ჰეზბოლა” დროს უქმად არ კარგავს და პროპაგანდისტულ კლიპებს აქვეყნებს. ერთერთ კლიპში ჰეზბოლელები მიანიშნებენ, რომ ისრაელის ბირთვული ობიექტები მათი რაკეტების სამიზნე მანძილზე მდებარეობს. 

ამასობაში ღაზის სექტორში ტერორისტების მიერ შექმნილი ბლოკ-პოსტებისგან საცობები შეიქმნა – ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას ღაზიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ, რათა ისინი ფარად გამოიყენონ. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...