მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 599-ე დღე : სად რა ხდება უკრაინაში

ომის 599-ე დღე : სად რა ხდება უკრაინაში

Published on

რუსეთის არმიამ, ღამის განმავლობაში, დნეპროპეტროვსკის ოლქს თითქმის 40 ჭურვი ესროლა:

ნიკოპოლში დაინგრა კერძო სახლი, დაზიანებულია 8 სახლი, ელექტროგადამცემი ხაზები, მიკროავტობუსი და მზის პანელების სისტემა – მსხვერპლი არ არის.

ZSU-მ წინ წაიწია მარინკის ჩრდილოეთით, აგრძელებენ იერიშებს ბახმუტის სამხრეთითა და მელიტოპოლის მიმართულებით, ოკუპანტები კი კუპიანსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ და ავდეევკას უტევენ, – წერენ აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები. 

უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯოჯოხეთს უწყობენ ავდეევკაში ოკუპანტების მოიერიშე ჯგუფებს- დანაღული ველები, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და კამიკაძე, ე.წ ბომბდამშენი დრონები კოლოსალურ დანაკარგებს აყენებენ რუს სამხედროებს.

4 დღის განმავლობაში უკრაინელებმა მხოლოდ ავდეევკის მისადგომებთან 760 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს, 1000-მდე კი დაჭრეს.

“ პოლონეთი აგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას წინა კონტრაქტების გათვალისწინებით და მოუწოდებს სხვა ქვეყნებს მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ.

 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...