მთავარისიახლეებიმსოფლიობლინკენი მაჰმუდ აბასსა და აბდულა II-ს შეხვდა

ბლინკენი მაჰმუდ აბასსა და აბდულა II-ს შეხვდა

Published on

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს, შეხვდა. შეხვედრაზე მათ ისრაელში განვითარებული მოვლენები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.

ისრაელში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ბლინკენმა მოლაპარაკებები გამართა იორდანიის მეფესთან, აბდულა მეორესთანაც. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ “ჰამასი” არ იცავს პალესტინელი ხალხის ღირსებასა და თვითგამორკვევის უფლებას”.

ბლინკენმა და მეფე აბდულამ ასევე განიხილეს “ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების გზები, სანამ ისრაელი ატარებს ლეგიტიმურ უსაფრთხოების ოპერაციებს ტერორიზმისგან თავის დასაცავად”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, მანამდე, სახელმწიფო მდივანი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა.

ისრაელისა და იორდანიის შემდეგ, არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი ეგვიპტეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარშიც ჩავა

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...