მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველო განსაკუთრებით იმსახურებს სტატუსს- ორბანი

საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს სტატუსს- ორბანი

Published on

საქართველოში მყოფმა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდამჭერია. მისივე თქმით, სამართლიანი იქნება საქართველოს მიეცეს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება, რაც მისი თქმით, ევროპულ ინტერესებშიცაა.

ორბანმა განაცხადა, რომ ღრმა საფუძველი მეგობრობისთვის, არის ერთიანი ქრისტიანული ტრადიცია ორივე ქვეყნისთვის. მან გაიხსენა ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს და თქვა, რომ მათ შექმნეს ევროკავშირის კონკურენტუნარიანობა.

“უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, ეკონომიკური ზრდა, უკანასკნელი 20 წლის, შეიძლება მივაკუთვნოთ ძირითადად ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნიათ ამბიციები, თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის, დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას.

ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს, რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომელიც ქვეყანას გააჩნია არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით, საქართველოსთან შედარებით, მიიღეს ეს სტატუტის. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ მართალია, ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის რაც მოხდა არის საკმაოდ უსამართლო თქვენ ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე”, – თქვა ორბანმა. [სინქრონული თარგმანი]

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...