მთავარისიახლეებიმსოფლიოომი ისრაელში - რა უნდა ვიცოდეთ 12 ოქტომბრის დილას

ომი ისრაელში – რა უნდა ვიცოდეთ 12 ოქტომბრის დილას

Published on

ღაზის სექტორის დაბომბვა გრძელდება. ისრაელი სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება. ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილი პერიოდულად იბომბება. 

გაეროს ცნობით, იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დატოვეს საცხოვრებელი სახლები ღაზის სექტორის დაბომბვის შემდეგ, 75.000-ს აღწევს.

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად, მინიმუმ, 51 პალესტინელი დაიღუპა, 281 ადამიანი დაიჭრა. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ღაზაში 1.100-ს აჭარბებს, დაჭრილთა რიხვი 6.000-ზე მეტია.

სასწრაფო დახმარების მანქანები, საწვავის დეფიციტის გამო, მალე ვეღარ შეძლებენ დაჭრილების ტრანსპორტირებას საავადმყოფოებში. ისრაელი საწვავის მიწოდებაზე უარს ამბობს იმ მოტივით, რომ მას ჰამასის ტერორისტები გამოიყენებენ. ჰ

ამასის მიერ ისრაელში შეჭრის შედეგად დაღუპული მოქალაქეების რიცხვი უკვე 1.300-ზე მეტია და ეს რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

ისრაელის ხელისუფლება და ძალოვნები მიიჩნევენ, რომ ჰამასი, სავარაუდოდ, ტყვედ აყვანილ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეს მიწისქვეშა ლაბირინთებში მალავს. ეს ვარაუდი CNN-თან ინტერვიუში ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა გამოთქვა:

💬 “ლოგიკა მკარნახობს, რომ ტყვედ აყვანილები მიწისქვეშ ჰყავთ გადამალული. ასევე, ლოგიკურია, რომ რადგან ეს თავდასხმა და ტყვეების აყვანა წინასწარ იყო დაგეგმილი, ჰამასს წინასწარ ექნებოდა გამზადებული სამალავები ტყვეებისთვის, რათა ისინი ისრაელისა და სხვა ქვეყნების დაზვერვისთვის მიუწვდომელი გაეხადა”, – ამბობს ებრაელი სამხედრო.

ალ ჯაზირამ დააანონსა და მოგვიანებით გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც თითქოს ასახულია, როგორ ათავისუფლებს ტყვეობიდან ჰამასი ქალსა და ორ ბავშვს. სინამდვილეში, ეს ვიდეო გადაღებულია 7 ოქტომბერს: ქალი, რომელმაც დაინახა, რომ ტერორისტებს მისი მეგობრის ორი შვილი ტყვედ მიჰყავდათ, მივიდა მათთან და სთხოვა, დაეტოვებინათ ბავშვები. მოხდა სასწაული და ტერორისტებმა ქალი და ბავშვები ტრიალ მინდორში, მართლაც დატოვეს. მოგვიანებით ქალმა ბავშვებით შეძლო ისრაელის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება.

ისრაელის პრემიერის, ქნესეთის ოპოზიციის ლიდერისა და თავდაცვის მინისტრის ერთობლივი განცხადებები

ბენიამინ ნეთანიაჰუ: “ჩვენ შეტევაზე გადავედით. ყველა ჰამასელი მოკვდება. ჩვენ მათ გავანადგურებთ, როგორც განადგურდა დაიში (ერაყისა და შამის / სირიის ისლამური სახელმწიფო, – ლ.ბ.)”.

ბენი განცი: “ღაზაში უკვე გრძნობენ ისრაელის ძალას, ლიბანშიც მალე იგრძნობენ და ამას მსოფლიო დაინახავს”

იოავ გალანტი: “ჩვენ პირისაგან მიწისა აღვგვით ჰამას-დაიშს”.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....