მთავარისიახლეებისაზოგადოება"ჰამასი" განადგურდება, როგორც ISIS - ნეთანიაჰუ

“ჰამასი” განადგურდება, როგორც ISIS – ნეთანიაჰუ

Published on

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს “ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის” აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ანტონი ბლინკენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს თელ-ავივში.

ბლინკენის ვიზიტი, დასძინა ნეთანიაჰუმ, იყო “ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის”. მან განაცხადა, რომ “ჰამასი” ისევე უნდა განადგურდეს, როგორც ისლამური სახელმწიფო (ISIS).

“ჰამასი არის ISIS და როგორც ISIS-ი გაანადგურეს, ასევე განადგურდება ჰამასი და ჰამასი ზუსტად ისე უნდა მოექცნენ, როგორც ISIS-ს ექცეოდნენ”, – თქვა ნეთანიაჰუმ.

მან თქვა, რომ არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და მათ წინააღმდეგ, ვინც ამას აკეთებს, სანქციები უნდა დაწესდეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...