მთავარისიახლეებიმსოფლიოზელენსკი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ბრიუსელში ჩავიდა

ზელენსკი ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ ბრიუსელში ჩავიდა

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება. ზელენსკი ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება და ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზელენსკიმ სტოლტენბერგთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მთავარი გზავნილი თავდაცვის მინისტრებისთვის იქნება უკრაინის პრიორიტეტები ომის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა მომავალ ზამთარს.

“ჩვენ გვჭირდება გარკვეული მხარდაჭერა ლიდერებისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს რაკეტები და შორი მანძილის იარაღი”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ნატოს ზოგიერთ ქვეყანას აქვს დათქმები უკრაინისთვის შორი მანძილის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით იმის შიშით, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. ზელენსკიმ გაიმეორა, რომ იარაღი აუცილებელია უკრაინის “ძალიან კონკრეტული გეოგრაფიული პუნქტების” დასაცავად, როგორიცაა ენერგეტიკული ქსელები ან მარცვლეულის ექსპორტის სატრანზიტო გზები.

“დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერის მობილიზება უკრაინისთვის. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, ეს ეხება საჰაერო თავდაცვას. საუბარია არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. ველი, რომ ნატოს უფრო მეტი მოკავშირე გააკეთებს შემდგომ განცხადებებს უკრაინის მხარდასაჭერად”, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ზელენსკიმ, რომელიც ასევე შეხვდება ბელგიის პრემიერმინისტრ ალექსანდრე დე კროოს, განაცხადა, რომ ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ როგორ გამოიყენოს უკრაინამ გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენის მიზნით. ბელგია, სხვადასხვა მონაცემებით, ფლობს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული 300 მილიარდი ევროს აქტივების თითქმის ორ მესამედს.

ზელენსკიმ თქვა, რომ ჯერ არ არის დასრულებული დეტალები ევროსაბჭოს პრეზიდენტთან ჩარლზ მიშელთან შეხვედრის შესახებ, თუმცა კომუნიკაცია გრძელდება და უკრაინა მზად არის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...