მთავარისიახლეებითუკი მოთხოვნა იქნება, შეიძლება, 13 ოქტომბერს რეისის დამატებაზე ვისაუბროთ | ჟვანია

თუკი მოთხოვნა იქნება, შეიძლება, 13 ოქტომბერს რეისის დამატებაზე ვისაუბროთ | ჟვანია

Published on

ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა იქნება, განიხილავენ 13 ოქტომბერსაც დაინიშნოს დამატებითი რეისი. დამატებითი რეისები ისრაელიდან საქართველოს მომართულებით დანიშნულია დღეს და ხვალ.

“ისრაელმა პრაქტიკულად კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე, მიუხედავად ამისა, მაინც გრძელდებოდა საჰაერო თავდასხმები. ნელ-ნელა ვითარება იცვლება სამხედრო თვალსაზრისითაც, პოლიტიკურადაც. როგორც ვიცით დამატებითი რეისი არის დანიშნული, ამ რეისით საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე როგორც, 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი და ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება ჩვენი მოქალაქეებისგან საქართველოში დაბრუნებაზე, შეიძლება ასევე 13 რიცხვზეც ვისაუბროთ რეისის დამატებაზე”, – ამბობს ლაშა ჟვანია.

ელჩმა მანამდე თქვა, რომ 11 ოქტომბერს დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა.

ცნობისთვის, არაერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეები ისრაელიდან გამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლება ევაკუაციას არ გეგმავს.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

+972526919092;
+972 52-8888513
+972 54-7386813

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...