მთავარისიახლეებისებ-იდან მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსიც წავიდა

სებ-იდან მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსიც წავიდა

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკიდან კიდევ ერთი თანამშრომელი წავიდა. bm.ge-ის ინფორმაციით, თანამდებობა სებ-ის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის მარეგულირებელი პოლიტიკის განვითარების განყოფილების უფროსმა ეკა ბერიანიძემ დატოვა.

ინფორმაცია ბერიანიძემაც დაადასტურა, მაგრამ მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

ეკა ბერიანიძე საქართველოს ეროვნულ ბანკში 2016 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. ის ჩართული იყო საფინანსო სექტორში კონკურენციის მარეგულირებელი აქტების შემუშავების პროცესებში.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი გუშინ დატოვა სამართალმოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსმა თამარ ქუსიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ამის შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა
და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.
მოგვიანებით, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის პოსტიდან წავიდა გვანცა ცქიტიშვილი.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...