მთავარისიახლეებიმსოფლიორა უნდა ვიცოდეთ ღაზის სექტორის შესახებ - ფართობი, მოსახლეობა, ხელისუფლება და სხვა...

რა უნდა ვიცოდეთ ღაზის სექტორის შესახებ – ფართობი, მოსახლეობა, ხელისუფლება და სხვა დეტალები

Published on

♦️ ფართობი და მოსახლეობის სიმჭიდროვე:

ღაზის სექტორის ფართობი 360 კმ² შეადგენს (შდრ.: თბილისის ფართობი 726 კმ²-ია) და 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ანუ, მოსახლეობის სიმჭიდროვე 5,5 ათასია (ისრაელში 400 ადამიანი). ყველაზე მეტი ადამიანი – დაახლოებით 600.000, ქალაქ ღაზაში ცხოვრობს. მოსახლეობის 40% 15 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები არიან.

♦️ მოსახლეობა:

ღაზის სექტორში პალესტინელები ცხოვრობენ, რომლებიც იქ 1948 წელს, ისრაელის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ, ებრაელებისა და პალესტინელების კონფლიქტების შემდეგ გადასახლდნენ.

♦️ხელისუფლება

ბოლო ორი ათწლეულია, ღაზის სექტორს ჰამასი ხელმძღვანელობს, რომელმაც 2006 წელს, არჩევნებში გამარჯვების შედეგად, “პალესტინის ეროვნული გათავისუფლების მოძრაობა” ჩაანაცვლა.

♦️იორდანეს დასავლეთ სანაპირო

ღაზის სექტორის გარდა, პალესტინის ტერიტორიაა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და აღმოსავლეთ იერუსალიმი. ის ისრაელსა და იორდანიას ესაზღვრება და მკვდარ ზღვაზე გადის. ეს რეგიონი ღაზის სექტორს ფართობით აღემატება და ნაკლებად რადიკალური და აგრესიულია. “პალესტინის ეროვნული გათავისუფლების მოძრაობა” და მისი წარმომადგენელი, პრეზიდენტი აბასი აღიარებენ ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უფლებას.

♦️ იზოლაცია

გახშირებული კონფლიქტების გამო (2008 წლის შემდეგ, მიმდინარე კონფლიქტი უკვე მეხუთეა), ისრაელი ღაზის სექტორს მტრულ ტერიტორიად მიიჩნევს. 1996 წელს, თელ-ავივმა ღაზის სექტორის გასწვრივ კედელი აღმართა. ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო გზების უმეტეს ნაწილს, მის მეორე მეზობელს, ეგვიპტეს კი რეგიონი ბლოკირებული ჰყავს.

♦️ კავშირი გარესამყაროსთან:

გარესამყაროს ღაზის სექტორი სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტით უკავშირდება: ორი ხალხისთვისაა (ერთი ეგვიპტესთან, ერთი – ისრაელთან), ერთი კი – სასაქონლე ტვირთებისთვის. გამკაცრებული კონტროლის გამო, ჰამასი კონტრაბანდულ, მიწისქვეშა გვირაბების ქსელს იყენებს. ამავე ქსელს იყენებს ჰამასი ისრაელზე თავდასასხმელადაც..

♦️ დახმარება:

ელექტროენერგიას, რამდენიმე საათით, ღაზის სექტორს ისრაელი აწვდიდა, სანამ ტერორისტული შეჭრის შემდეგ გამოურთავდა. ასევე, ისრაელიდან იღებდა სექტორი წყალს, მისი მიწოდება ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილია. დენისა და წყლის კუთხით ისრაელზე დამოკიდებულების გამო, მოსახლეობის 80% საერთაშორისო ჰუმანიტარულ დახმარებებზე იყო დამოკიდებული, რაც ახლა შეწყვეტილია. შესაბამისად, ღაზის სექტორი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

სიახლეები

ჯიჭონაიების ოჯახი სახლიდან გამოასახლეს

მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუგდიდში, ჯიჭონაიების შვიდ სულიანი ოჯახი სახლიდან იძლებით გამოსახლეს. სახლის ყველა კარი...

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა

სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა - ინფორმაციას BPN შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ...

სასამართლომ ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ დღეს აღკვეთის...

საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის...