მთავარისიახლეებიმამუკა ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებია და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს | ადვოკატმა...

მამუკა ხაზარაძე კობახიძეს პატივის, ღირსებია და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს | ადვოკატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა

Published on

“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს პატივის, ღირსებია და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს. სარჩელი საქალაქო სასამართლოში ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ შეიტანა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ 10 სექტემბერს კობახიძემ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია და ამტკიცებდა, რომ თითქოს ხაზარაძე ბიზნესის რეკეტით იყო დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში.

“ლელოს” მოთხოვნაა, რომ ქართული ოცნების ლიდერმა საკუთარი სიტყვები უკან წაიღოს და აღიაროს, რომ მოიტყუა.

“ჩვენთან შემოვიდა სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფის მოთხოვნით. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ ბატონი ირაკლი კობახიძისაგან ამ მის მიერ გავრცელებული ცრუ ცნობების უარყოფას, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და 2018 წლიდან მამუკა ხაზარაძის მიმართ ჯერ იყო სისხლის სამართლის საქმე, რომელიც უკავშირდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, ანაკლიის პროექტს, იქაც ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა პროკურატურის მხრიდან თითქოს ფულის გათეთრებაზე, ახლა რეკეტში მონაწილეობის ბრალდებები, ამიტომ ჩვენ მივყვებით სასამართლოს გზით ამ ყველაფერს და ველოდებით, რომ სასამართლო განიხილავს და დააკმაყოფილებს”, – ამბობს კორძაძე.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....