მთავარისიახლეებიაშშ-ს შეუძლია ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

აშშ-ს შეუძლია ერთდროულად დაუჭიროს მხარი უკრაინასა და ისრაელს

Published on

შეერთებულ შტატებს შეუძლია ერთდროულად დაეხმაროს როგორც უკრაინას, ისე ისრაელს, ამიტომ ბოლო დღეების მოვლენები არ ქმნის კიევისთვის ვაშინგტონის მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხეს. ამის შესახებ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

“თუ აგრესია პოტენციურად გავრცელდება მთელ ევროპაში, ბევრად უფრო მომგებიანია მოქმედება ახლა, ვიდრე მოგვიანებით უზარმაზარი ფასის გადახდა, რაც საბოლოოდ შეიძლება მოითხოვდეს ამერიკული ჯარების რეალურ განლაგებას”, – განაცხადა სალივანმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, აშშ-ის შესაძლებლობები საკმარისი იქნება არა მხოლოდ უკრაინისა და ისრაელის, არამედ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მოკავშირეების დასახმარებლად.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების ამჟამინდელი ხარჯები ვერ შეედრება იმ ხარჯებს, რომლებსაც შეერთებული შტატები, იძულებული იქნება, მიმართოს უკრაინის დამარცხების შემთხვევაში.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...