მთავარისიახლეებისისასტიკე, რასაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი -...

სისასტიკე, რასაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი – ტრამპი

Published on

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მან უღალატა ისრაელს.

“სისასტიკეს, რასაც ჩვენ ვხედავთ ისრაელში, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი”, – თქვა მან წინასაარჩევნო გამოსვლისას.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ დარწმუნდება, რომ ისრაელს აქვს “რაც მას სჭირდება თავის დასაცავად”. მან აღნიშნა, რომ შტატები დგას ისრაელის ხალხის გვერდით და რომ არ არსებობს ტერორისტული თავდასხმების გამართლება – “ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისთვის არის მტკიცე და ურყევი”.

მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები აკრიტიკებენ ბაიდენს, ბოლო გარიგების გამო, რომელიც აშშ-ის მიერ ირანის კუთვნილი 6 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებს განბლოკვას ითვალისწინებდა, სანაცვლოდ კი აშშ-ის 5 მოქალაქე გათავისუფლდა. დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის გაყინული ირანული აქტივები, რომლებიც ინახებოდა სამხრეთ კორეაში, გადაირიცხა დოჰაში, კატარის ანგარიშზე, როგორც მძევლების გათავისუფლების გარიგების ნაწილი.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ გადარიცხული თანხები დღემდე არ დახარჯულა. მაგრამ რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ შეთანხმებამ – და თანხებმა – ხელი შეუწყო ჰამასის შეტევას ისრაელზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...