მთავარისიახლეებიეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ქუსიკაშვილიც, ტოვებს

ეროვნულ ბანკს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, თამარ ქუსიკაშვილიც, ტოვებს

Published on

ეროვნული ბანკს სამართალშემოქმედებისა და ევროკავშირის სამართალთან დაახლოების განყოფილების უფროსი, თამარ ქუსიკაშვილიც, ტოვებს. ის მიზეზებზე მედიასთან არ საუბრობს.

“ვადასტურებ და კომენტარს არ გავაკეთებ. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მიზეზებზე არ მსურს საუბარი”, – განუცხადა ქუსიკაშვილმა “ფორმულას.”

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.

ამის შემდეგ ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს. პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობა დატოვა გიორგი ბაქრაძემაც. მოგვიანებით, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსის პოსტიდან წავიდა გვანცა ცქიტიშვილი.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....