მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის ე.წ. მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას გალში შეხვედრების აღდგენას თხოვს

აფხაზეთის ე.წ. მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას გალში შეხვედრების აღდგენას თხოვს

Published on

“აფხაზური მხარე მზად არის, გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში მუშაობა განაახლოს”, – ამის შესახებ აფხაზური მედია ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ირაკლი ტუჟბაზე დაყრდნობით წერს.

ირაკლი ტუჟბას თქმით, აფხაზეთმა წინადადების პაკეტი მოამზადა, რომელსაც დე ფაქტო მთავრობა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს წარუდგენს.

ვიმედოვნებ, ჩვენი ამჟამინდელი წინადადებები საქართველოსგან სათანადო გამოხმაურებას პოვებს და ამ ფორმატში მუშაობას შევძლებთ“, – აღნიშნა ტუჟბამ.

ე.წ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, აფხაზეთი რამდენიმე წელია ფორმატის აღსადგენად მუშაობს, თუმცა “საქართველოს მთავრობისგან პასუხს ვერ იღებენ”.

გვჯერა, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფორმატია. 2021 წელს ჩვენ ოფიციალური წინადადებები შევიმუშავეთ, რომლებიც ქართველ კოლეგებს გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით მივაწოდეთ. ორი წელი გავიდა, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არანაირი აქტივობა ან სურვილი გამოუჩენია, რომ ფორმატი განაახლოს”, – განაცხადა ირაკლი ტუჟბამ.

გალის შეხვედრები, რომელშიც აფხაზები, ქართველები, რუსეთი, ევროკავშირი და გაერო მონაწილეობენ, 2018 წლიდან არ ჩატარებულა

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...