მთავარისიახლეებისაზოგადოებაNATO საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას გმობს

NATO საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას გმობს

Published on

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციაში ცვლილებები დაამტკიცა, სადაც NATO გმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო გემების განთავსებას.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი გმობს რუსეთის განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, რომელიც მდებარეობს საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ოკუპანტი ქვეყნის განზრახვა, NATO-ს შეფასებით, ემუქრება შავი ზღვის რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანას.

NATO ასევე უმკაცრესად გმობს რუსეთის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ, უკანონო და
უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ აგრესიულ ომს, ასევე აფხაზეთისა და საქართველოს სამხრეთ ოსეთი/ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციას.

NATO ემხრობა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ კავშირში გაერთიანებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესია საკვანძო დემოკრატიულ რეფორმების გატარება.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...