მთავარისიახლეებისაზოგადოებაისრაელში საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი ემსხვერპლა

ისრაელში საომარ მოქმედებებს კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი ემსხვერპლა

Published on

შეტაკებები ისრაელში – ისრაელში საომარ მდგომარეობას კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. დაიღუპა ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია ორი ქართველი ებრაელი.

“საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველ შემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა”, – თქვა ჟვანიამ.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...