მთავარისიახლეებიმსოფლიოომის მეორე დღე - 1000-ზე მეტი დაღუპული, 1.800-ზე მეტი დაჭრილი - სად...

ომის მეორე დღე – 1000-ზე მეტი დაღუპული, 1.800-ზე მეტი დაჭრილი – სად რა ხდება ისრაელში

Published on

ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 1000-მდე ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა კი 1.800-ს აჭარბებს

ZAKA-ს (მოხალისე აქტივისტთა და მაშველთა ცნობილი გაერთიანება ისრაელში, რომელიც ხელისუფლებასთან კოორდინირებულად მოქმედებს საპოლიციო ოლქებში) ინფორმაცციით, ცხედრებს ამ დრომდე პოულობენ:

“ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ აღმოვაჩინეთ ასობით მოკლული ისრაელის მოქალაქის ცხედარი, ცხედართა უმრავლესობა ჯერაც არაა აღმოჩენილი”.

ამ დროისთვის ტერორისტებთან შეტაკებები გრძელდება 7 ქალაქსა და კიბუცში: ზდეროთი, ზიკიმი, კფარ-აზარი, ბერი, რეიმი (სადაც ბაზა აიღეს და ამ დროისთვის დაიბრუნა ისრაელმა) კისუფიმი, სოფა.

“ცახალის” პრესსამსახური: “ჩვენ გავათავისუფლეთ ტერორისტების მიერ დაკავებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი და და ღაზის სექტორის მოსაზღვრე რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია დავიწყეთ. წინ მძიმე დღეები გველის”.

ამავე დროს, “ცახალი” იტყობინება ქვეყნის ჩრდილოეთით, ლიბანის მხრიდან ნაღმმტყორცნებით გახსნილი ცეცხლის შესახებ, რასაც ისრაელმა არტილერიით უპასუხა. შეგახსენებთ, იყო ვარაუდი, რომ მოსალოდნელია ლიბანის მხრიდან თავდასხმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....