ავიამზიდი USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროსკენ დაიძრა – რა ხდება ომის მეორე დღეს

0
160

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ისრაელის სანაპიროსკენ დაიძრა. ბენიამინ ნათანიაჰუსთან ბოლო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა მას უთხრა: “დახმარება გზაშია…”

რა ხდება ომის მეორე დღეს ისრაელში – მთავარი დეტალები:

▫️”ცახალმა” განაცხადა, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” 550 ობიექტი გაანადგურა.

▫️ თელ-ავიველებმა პროდუქტების შეესყიდვა დაიწყეს, მარკეტებიდან გაქრა პური, რძე, კვერცხი და ბურღულეული.

▫️ისრაელმა ღაზის სექტორის მიმდებარე რეგიონებიდან, ასევე ლიბანის მოსაზღვრე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

▫️ სულ “ჰამასის” წინააღმდეგ ომში, შაბათ დილიდან დღემდე, 1000-მდე ებრაელია მოკლული, 2.000-ზე მეტი დაჭრილი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად 100-ზე მეტი ადამიანი ითვლება.

▫️ ისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დატოვონ ეგვიპტე და თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტისგან.

▫️ისრაელისკენ მიემართებიან აშშ-ის სამხედრო ხომალდები, გადასროლილია თვითმფრინავებიც. პენტაგონი აცხადებს, რომ “ჰეზბოლასა” და “ჰამასს” ახალი ფრონტის გახსნის საშუალებას არ მისცემს.

წინა სტატიაომის მეორე დღე – 1000-ზე მეტი დაღუპული, 1.800-ზე მეტი დაჭრილი – სად რა ხდება ისრაელში
შემდეგი სტატიაომის მესამე დღე: სად რა ხდება ისრაელში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური