მთავარისიახლეებისაზოგადოებავგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი - ...

ვგმობ ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ თავდასხმას, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი – ლაიენი

Published on

ცალსახად ვგმობ „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან.

„ეს არის ტერორიზმი მისი ყველაზე საშინელი ფორმით. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ასეთი საშინელი თავდასხმებისგან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ღაზას სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიშები წამოიწყეს. დაღუპულია ერთი და დაშავებულია ისრაელის სამი მოქალაქე.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. სარაკეტო იერიშამდე ისრაელის ტერიტორიაზე პალესტინელი მებრძოლების რამდენიმეწევრიანი ჯგუფიც შევიდა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...