მთავარისიახლეებიმსოფლიოისრაელმა მიტაცებულ დასახლებებზე კონტროლი დაიბრუნა და ტერორისტები დაატყვევა - სად რა ხდება

ისრაელმა მიტაცებულ დასახლებებზე კონტროლი დაიბრუნა და ტერორისტები დაატყვევა – სად რა ხდება

Published on

მიმდინარე მოვლენებზე მოკლე, ოპერატიული და გადამოწმებული ინფორმაცია ჩვენს ტელეგრამ-არხზე, ამ ბმულზე.

ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე აქვეყნებს საღამოს 21:00-ისთვის არსებული მდგომარეობის მიმოხილვას და მის მიერვე შედგენილ რუკას, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

“ფოტოზე თანამგზავრიდან გადაღებული ისრაელის ცეცხლსა და კვამლში გახვეული ტერიტორია ჩანს. ებრაული სპეციალური დანაყოფები ჰამასის მიერ დაკავებულ პოზიციებსა და ტერიტორიებს წმენდენ. მათ უკვე მოახერხეს და რამდენიმე ათეული ტერორისტი დააკავეს კიდეც.

ხდება სამხედრო ძალების დიდი რაოდენობით მობილიზება. სავარაუდოდ, ჯერ კიდევ დაუდგენელი ფორმითა და მასშტაბით დაიწყება ოპერაცია უშუალოდ ღაზას სექტორში, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს მონაკვეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიას წარმოადგენს.
სექტორი სულ 365 კვადრატული კილომეტრია. მას 2006 წლიდან ჰამასი აკონტროლებს. სექტორი მხოლოდ მიწის ზედა ტერიტორია არ არის, არამედ მის ქვემოთ მასშტაბური ბუნკერებია გათხრილი, სადაც ჰამასის წევრები იმალებიან და ფარულად გადაადგილდებიან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება რამდენიმე სართულიც კი იყოს.

ებრაელებს წინ ძალიან რთული ურბანული ბრძოლა ელოდებათ. ასეთ შემთხვევაში ჩასაფრებების, სუიციდური თავდასხმებისა და ნგრევის ალბათობა ძალიან დიდი იქნება.

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე (პალესტინის ცენტრალური ტერიტორია), რამდენიმე წერტილში მოხდა თავდასხმა ებრაულ საგუშაგოებზე.

თეირანში კი ზეიმია – ზეიმია, როგორც პარლამენტში და პოლიტიკურ წრეებში, ისევე ქუჩებშიც.

ერთადერთი უკონტროლო საშიშროება, რომელიც ისრაელს უდგას ჩრდილოეთიდან, ლიბანიდან მომავალი ჰეზბოლას პოტენციური თავდასხმაა. თუკი ეს მართლაც მოხდა, სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება”, – წერს გიორი კობერიძე. 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...