მთავარისიახლეებიმსოფლიო"ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!..." - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

“ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!…” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

Published on

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ შეაღწიეს ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტებმა დელტაპლანებით. ტერორისტების ნაწილი ისრაელში “პიკაპებით” შეიჭრა და სამხედრო ბაზა აიღო, ტყვედაა ყვანილი, მინიმუმ, 35 ჯარისკაცი.

ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის მხოლოდ პირველი 20 წუთის განმავლობაში ქვეყნის დასახლებული პუნქტების მიმართულებით 5.000 რაკეტა გაუშვეს.

“რკინის მახვილები” – ეს სახელწოდება მისცა “ცახალმა” ტერორისტების შეტევის საპასუხოდ დაწყებულ ოპერაციას. თავად “ჰამასის” ტერორისტებმა ისრაელის წინააღმდეგ დაწყებულ შეტევას “ალ-აქსას ქარიშხალი” უწოდეს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელი აუცილებლად მოიგებს ამ ომს:

“ეს იყო სერიოზული შეცდომა “ჰამასის” მხრიდან. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ამ ომს!”, – განაცხადა გალანტმა.

ამავე დროს, ქვეყნის არმიამ დაადასტურა, რომ “ჰამასი”, ღაზას სექტორის გასწვრივ, 7 სათვისტომოს აკონტროლებს

რუკაზე ნაჩვენებია, როგორ შეიჭრნენ ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე:

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...