მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლას დირექტორობის კანდიდატები 5 დღის ვადაში წარედგინება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 31 საჯარო სკოლას დირექტორობის კანდიდატები 5 დღის ვადაში წარედგინება

Published on

განათლების სამინისტრო ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიას აქვეყნებს და განმარტავს, რომ დირექტორობის მსურველმა პირმა სიაში საკუთარი თავი უნდა გადაამოწმოს უნიკალური ექვსნიშნა კოდის გამოყენებით.

გიორგი ამილახვარის უწყების ცნობით, სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი შერჩეული კანდიდატების სიის დამტკიცებიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის კანდიდატის ასარჩევად წარდგენას. შესაბამისი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო წარდგენილი კანდიდატებიდან აირჩევს დირექტორს 6 წლის ვადით მათი წარდგენიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში.განათლების სამინისტროს განმარტებითვე, დირექტორობის კანდიდატები საკუთარ პროგრამებს სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ საჯარო სხდომაზე.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს ასევე წარუდგენს:

დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს;
განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს;
სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას;
ცნობას ნასამართლობის შესახებ;
ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციას.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ასეულობით სკოლაში სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენილია თითო-თითო კანდიდატი, რამაც სასკოლო საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია.
სამეურვეო საბჭოებს დირექტორობის კანდიდატების სიები ზუგდიდში, ქალაქის 12 და სოფლის 19 სკოლას წარედგინება.
იხ. ჩამონათვალი https://mes.gov.ge/uploads/files/guria_samegrelo-zemo%20svaneti_racha-lechxumi%20da%20kvemo%20svaneti_shida%20kartli_direqtorobis%20msurvelta%20sia.pdf

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...