მთავარისიახლეებისაზოგადოებავოლოდიმირ ზელენსკი - ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს, გერმანია კი...

ვოლოდიმირ ზელენსკი – ესპანეთი უკრაინას ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს, გერმანია კი Patriot-ის კიდევ ერთ სისტემას მიაწვდის

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის ორიენტირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის საჭიროებაზე და ფიქრობს, რომ საჭირო მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ესპანეთიდან ექვს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Hawk-ს გადასცემს, გერმანია კი კიევისთვის Patriot-ის კიდევ ერთი სისტემის მიწოდებაზე იმუშავებს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, მიაჩნია, რომ პატრიოტის სისტემა არის ერთადერთი სისტემა, რომელსაც შეუძლია ისეთი საფრთხეებისა და ხოცვა-ჟლეტის თავიდან აცილება, როგორიც გუშინ ხარკოვის ოლქის სოფელ გროზაში განხორციელდა და რასაც 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება.

„მიმაჩნია, რომ დღეს, საჰაერო თავდაცვის გარეშე, შეუძლებელია ადამიანების დაცვა, განსაკუთრებით ზამთარში, ადამიანების დაცვა, რომლებიც აბსოლუტურად ტრაგიკულად დაიღუპნენ ამ არაადამიანური ტერორისტული თავდასხმის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ყოველდღიურად უტევს ხარკოვის ოლქს და მხოლოდ საჰაერო თავდაცვას შეუძლია უკრაინას დახმარება გაუწიოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...