მთავარისიახლეებიმსოფლიო"ვერ გიტანთ... მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს" - რუსეთის მოქალაქეს უკრაინის მხარდაჭერისთვის ასამართლებენ

“ვერ გიტანთ… მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს” – რუსეთის მოქალაქეს უკრაინის მხარდაჭერისთვის ასამართლებენ

Published on

რუსეთში ტარდება სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულია რუსეთის მოქალაქე ტვერის ოლქიდან სერგეი ტროფიმოვი. მას რუსეთის არმიის დისკრედიტაციისთვის ასამართლებენ, თუმცა, სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყირიმის ხიდის დაბომბვასა და უკრაინული დრონების შეტევას კრემლზე.
პროკურატურა მისი სასჯელის ზომად 12 წლით პატიმრობას ითხოვს.
“მე საჯაროდ ვამართლებ და მხურვალედ ვუჭერ მხარს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებებს, ასევე უკრაინული უპილოტოების შეტევებს კრემლზე, მოსკოვისა და პომდოსკოვიეს სხვადასხვა ობიექტებზე, რადგან უკრაინა რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლია. მოვითხოვ სასჯელის მაქსიმალურ ზომას, რადგან ვერ გიტანთ და თქვენთან საზიარო მიწაზე სიარულს, თქვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ცხოვრებას არ ვაპირებ”, – განაცხადა სერგეი ტროფიმოვმა სასამართლოზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...