მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ გამოიყურება დღეს ოჩამჩირის პორტი - ლოკაცია, ინფრასტრუქტურა, ნავმისადგომები

როგორ გამოიყურება დღეს ოჩამჩირის პორტი – ლოკაცია, ინფრასტრუქტურა, ნავმისადგომები

Published on

ოჩამჩირის პორტის შესახებ საუბარი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ იქ განთავსდება რუსეთის შამხედრ-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა.
ოჩამჩირის პორტი მდინარე ჯუკმურის შესართავთან მდებარეობს და ზღვასთან არხითაა შეერთებული. პორტის აკვატორია დაკავშირებულია აფხაზეთის სარკინიგზო ქსელთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან. 
ოჩამჩირეში მცირე ზომის სავაჭრო ნავსადგომი ჯერ კიდევ 1933-35 წლებში აშენდა.
აფხაზეთის ომის შემდეგ 1998 წლამდე აქ ჯერ კიდევ იდგა რუსული სანაპირო დაცვის დივიზიონი რამდენიმე ცალი Гриф-ის ტიპის კატარღით.
2000 იანი წლების დასაწყისში აქ უკვე აფხაზური სეპარატისტული “არმიის” მოტომსროლელი ბატალიონი იყო განლაგებული, სამხედრო ნაწილი № 237955.
ასევე აფხაზების 1204 პროექტის ორი საარტილერიო კატარღა და 1400М Гриф-ის პროექტის 4 ცალი საპატრულო კატარღა.
უკვე 2009 წლიდან სერგეი ბაგაფშის “პრეზიდენტობის” დროს აქტიურად დაიწყეს საუბარი, რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის ოჩამჩირეში მეორადი დანიშნულების ნავსადგომის მოწყობაზე, ზოგიერთი მცირე ზომის სარაკეტო კატარღების, მტრალავების და საშუალო ზომის სადესანტო ხომალდების მუდმივი დისლოცირებისთვის.
ამავე წელს რუსეთიდან ოჩამჩირეში შემოცურა ფსკერის მხაპავმა ხომალდმა და ოჩამჩირის ბუხტაში წყლის სიღრმე 3.8 მეტრიდან 9 მეტრამდე გააღრმავეს.
ამის შემდეგ პორტში შესაძლებელი გახდა 10 000 ტონამდე წყალწყვის ხომალდების შესვლაც.
2009 წელს ოჩამჩირის პორტშივე განლაგდა რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამსახურის სანაპირო დაცვის დივიზიონი 4 ცალი Соболь-ის და Мангуст-ის ტიპის თანამედროვე სადარაჯო კატარღებით.
2010 წელს კატარღების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.
პორტში წყლის სიღრმის მომატებისთვის სამუშაოები შემდეგ წლებშიც გაგრძელდა.
2022 წლის მდგომარეობით პორტის ტერმინალს უკვე შეუძლია მიიღოს ხომალდი 13 000 ტონამდე წყალწყვით და 7,7 მეტრამდე წყალჯდომით.
პორტში არის სამი ნავმისადგომი – ჩრდილოეთის რიგრძეში 115 მეტრი, აღმოსავლეთის 140 მეტრი და სამხრეთის 172,6 მეტრი.
გიგა ინაშვილი

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...