მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციას ეძლევა საშუალება, შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა -...

პოლიციას ეძლევა საშუალება, შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა – კობახიძე

Published on

“კარვების გაშლა არ იკრძალება… პოლიციას ეძლევა საშუალება, საკუთარი დისკრეციით შეაფასოს, როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს და “ქართული ოცნები” მიერ დაჩქარებული წესით ახალი რუსული კანონის მიღებას ეხმაურება.

“მესიჯი ჰქონდათ, რომ კარვები იკრძალება, რაც ტყუილია. რა თქმა უნდა შესაბამისი რეგულაციები წესდება, მაგრამ არავითარი კარვების გაშლა არ იკრძალება. უბრალოდ პოლიციას ეძლევა იმის საშუალება, რომ საკუთარი დისკრეციით შეაფასოს როდის უნდა გაიშალოს კარავი და როდის არა. ამისთვის სათანადო სტანდარტებიც არის ჩამოყალიბებული შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ ორგანულ კანონში, მათ შორის თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს გათვალისწინებული და ასე შემდეგ.

ყველა თვალსაზრისით, ეს კანონი სრულად თავსებადია როგორც საერთაშორისო პრაქტიკასთან, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და ზოგადად, საერთაშორისო სტანდარტებთან ამ სფეროში. სწორედ ამ სტანდარტების მიხედვით შევიმუშავეთ ეს კანონპროექტი”, – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” მიერ მიღებული “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და დემონსტრანტებისთვის მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს.

დოკუმენტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს და მოტივად სუს-ის 18 სექტემბრის განცხადებას ასახელებს, თითქოს ქვეყანაში ოქტომბერ-დეკემბერში “არეულობა და დესტაბილიზაცია იგეგმება”.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...