მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს

ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია კრწანისში 28-სართულიან კომპლექსს აშენებს

Published on

„ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ოჯახის კომპანია შპს “სისტემ ნეტ” კრწანისში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. გამოცემა “ნეტგაზეთი” თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ კომპლექსი 28 სართულისგან შედგება, მისი სიმაღლე 98.3 მეტრი, საერთო ფართობი კი 17 313 მ² იქნება.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მრავალფუნქციური კომპლექსი სასტუმროს, საცხოვრებელი და მათი დამხმარე ობიექტებისგან შედგება. მათ შორისაა საზოგადოებრივი კვებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები.

კომპანია შპს “სისტემ ნეტ”-ის დირექტორი ფრიდონ ინჯიას შვილი, ილია ინჯიაა. ის კომპანიის, დაახლოებით, 25%-იანი წილის მფლობელია. კომპანიაში საკუთარი წილი აქვს თავად დეპუტატსაც – ფრიდონ ინჯიას 15%-იანი წილის მმართველი მისი ცოლი, ლალი რუხაიაა. რუხაია, თავის მხრივ, ფლობს კომპანიის დაახლოებით 6%-იან წილს. კომპანიის დანარჩენი ნაწილი 8 პარტნიორზეა გადანაწილებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...