მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

Published on

პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს, – ამით მათ პროტესტი გამოუცხადეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც აქციებზე სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციების, მათ შორის კარვების გაშლა აიკრძალება.

პროტესტი პარლამენტის სხდომის პარალელურად მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე მეორე მოსმენით მსჯელობენ.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურს.

მათივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა თუ რას ჩაწერენ კანონში დეპუტატები, გაბრაზებული აქციის მონაწილეები მაინც გაშლიან კარვებს, დაამონტაჟებენ სცენას, მიკროფონსა და ხმის გამაძლიერებლებს.

“ქართული ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონში შესატანი ცვილებები დეპუტატებმა პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცეს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...