მთავარისიახლეებიპოლიტიკაოჩამჩირე მზადაა რუსეთის მუდმივმოქმედი ბაზის განთავსებისთვის - "რია ნოვოსტი"

ოჩამჩირე მზადაა რუსეთის მუდმივმოქმედი ბაზის განთავსებისთვის – “რია ნოვოსტი”

Published on

ოჩამჩირის პორტი სრულიად არის მზად იქ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის განსათავსებლად, – ამის შესახებ “რია ნოვოსტის’ ოჩამჩირის აფხაზურ ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ შეთანხმება ოჩამჩირეში მუდმივი ბაზის განთავსებაზე უკვე ხელმოწერილია. 

თავის მხრივ, დიმიტრი პესკოვმა ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ ფლოტისა და ფლოტში შემავალი გემების ლოკაციის შესახებ შეკითხვებზე პასუხის გაცემა თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. 

სერგეი შამბამ კი ამავე საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ხომალდების ყოფნა “აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიაა”. 

ოჩამჩირის პორტი მდინარე ჯუკმურის შესართავთან მდებარეობს და ზღვასთან არხითაა შეერთებული. პორტის აკვატორია დაკავშირებულია აფხაზეთის სარკინიგზო ქსელთან და საგზაო ინფრასტრუქტურასთან. პორტს სამი ნავსადგური აქვს: ორი სატვირთო და ერთი – ნავსადგომი. 

პორტის შიგნით ხელმისაწვდომია მობილური მექანიზაცია, არის სხვადასხვაგვარი აღჭურვილობა, სატვირთო ავტოტრანსპორტის ჩათვლით, ასევე პორტალური და კოშკურა-ამწეები, ავტოამწეები და ტელესკოპური კონვეეირული ლენტა. ოჩამჩირეში სამხედრო დანიშნულების პორტი სსრ კავშირის დროსაც მოქმედებდა, თუმცა, ის მცირეგაბარიტიანი მცურავი საშუალებებისთვის იყო განკუთვნილი. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...