მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მორიგი პროვოკაციული მცდელობა" - თბილისი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

“მორიგი პროვოკაციული მცდელობა” – თბილისი ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია რუსეთის გეგმის გამო, რომელიც აფხაზეთში, კერძოდ ქალაქ ოჩამჩირეში შავი ზღვის ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსებას ითვალისწინებს.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებთან დაკავშირებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის დამატებითი სამხედრო ბაზის განლაგების და რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს განუყოფელი აფხაზეთის რეგიონის ჩართვის შესახებ.

მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას.

საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეწყვიტოს საქართველოს განუყოფელი რეგიონების უკანონო ოკუპაცია“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოჩამჩირე მზადაა რუსეთის მუდმივმოქმედი ბაზის განთავსებისთვის – “რია ნოვოსტი”

სიახლეები

14 წლის მოზარდი დედა გახდა – დაკავებულია 2 პირი

იმერეთში, 14 წლის მოზარდი დედა გახდა - "ტაბულას" ინფორმაციით, დაკავებულია ორი პირი. ერთ-ერთს -...

“ის, რაც სუსმა გააკეთა, არის საბავშვო ბაღი” – გიორგი ლუბარეცი

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი ფეისბუქზე აჯამებს, რაზე მიიღო და რაზე არ მიუღია პასუხი საზოგადოებას ხელისუფლების...

დაუთი- კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთიმ რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პატივი სცეს ეუთოს წინაშე...

ამაღლობელის მხედველობის დაკარგვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირებას მოითხოვს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მზია ამაღლობელის მხედველობის დაკარვის საფრთხე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო რეაგირებას...