მთავარისიახლეებისაზოგადოებაიურიდიულმა კომიტეტმა ახალ რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულმა კომიტეტმა ახალ რუსულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

Published on

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” შესატან ცვლილებებს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდი ესწრებოდა, ოპოზიციიდან კი მხოლოდ “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი იმყოფებოდა. კომიტეტს ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელსაც შეკითხვები ჰქონდა “ოცნების” მორიგ რეპრესიულ კანონპროექტზე.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე უწოდა ახალი რუსული კანონი. ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო, დღეს კი პროექტი სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით გავა და სავარაუდოდ დამტკიცდება კიდეც. “ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟმში განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ცნობისთვის, 14:00 საათზე კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბებიან.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...