მთავარისიახლეებიპარლამენტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

Published on

75 მომხრე, 23 წინააღმდეგი – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

“კანონპროექტის თანახმად ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.”

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება, თითქოს ოქტომბერ-დეკემბერში ქვეყანაში “დესტრუქციული ქმედებები” იგეგმება.

“ქართული ოცნების” მორიგ რეპრესიული კანონპროექტს ოპონენტებმა უკვე უწოდეს რუსული კანონი ნომერი 2, რადგან ამ კანონპროექტით, მნიშვნელოვნად იზღუდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მთელ რიგ აკრძალვებს აწესებს დემონსტრანტებისთვის.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...