მთავარისიახლეებიერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი - 5 ოქტომბერს, პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია...

ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი – 5 ოქტომბერს, პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია გაიმართება

Published on

სამოქალაქო აქტივისტები ხვალ, 5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ “ახალ რუსულ კანონს” გააპროტესტებენ.

“ქართული ოცნების” შვიდმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირა ახალი რუსული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც დღეს მოქმედ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში აპირებენ ცვლილებების შეტანას.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში დემონსტრანტებს აეკრძალებათ “დროებითი კონსტრუქციების” მოწყობა და თუკი მაინც დადგამენ კარავს ან ააწყობენ სცენას, პოლიციას შეუძლია “კანონდამრღვევის” ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება 500-დან 5000 ლარამდე და დაპატიმრება 15 დღემდე ვადით, ასევე “სამართალდარღვევის” საგნის კონფისკაცია”.
კანონპროექტის მოსმენა პარლამენტში 5 ოქტომბერს იგეგმება.
ხუთშაბათს, 5 ოქტომბერს, 14 საათზე, მოსმენის პარალელურად, პარლამენტის უკან, ერთად გავაპროტესტოთ ახალი რუსული კანონი.
რუსულ მთავრობას არ გავატანინოთ მორიგი რუსული კანონი”, – ნათქვამია აქტივისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპროტესტო აქცია სამოქალაქო მოძრაობებმა – “ტალღამ”, სტუდენტებმა ევროპული მომავლისთვის”, “ჯიუტმა” და “დაფიონმა” დააანონსეს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....