მთავარისიახლეებიბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვდომოდა, სხდომას არ ჩავატარებდით - საკონსტიტუციოში სხდომა იწყება

ბნელი გადაწყვეტილების მიღება რომ გვდომოდა, სხდომას არ ჩავატარებდით – საკონსტიტუციოში სხდომა იწყება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას დღეს, 4 ოქტომბერს გააგრძელებს. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.

დღეს მხარეებმა პოზიციებთან დაკავშირებით მოსამართლეების კითხვებს უნდა უპასუხონ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავამ უპასუხა იმ ადამიანებს, რომლებსაც პირველი დღის შემდეგ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ის კონკრეტული მხარისკენაა მიმხრობილი:

“აბსოლუტურად და სრულიად თავისუფალი ვარ, ჩვენ როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებთ, ვიღებთ რასაც ჩვენ ვფიქრობთ და როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის კონსტიტუციის შესაბამისი. ჩვენ ვაძლევთ ასპარეზს ყველას, ერთსაც და მეორესაც, რომ სასამართლო დაარწმუნონ თავიანთი პოზიციის სისწორეში. ჩვენ რომ გვდომებოდა რაიმე შავი, ბნელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ ამ სხდომას საერთოდ არ ჩავატარებდით. კანონში წერია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლო საერთოდ არ გამოეძახა, არც წარდგინების ავტორები არც პრეზიდენტის წარმომადგენლები, ისე, დახურულ კარს მიღმა მიეღო გადაწყვეტილება”, – თქვა ტურავამ.

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დასკვნას ერთთვიან ვადაში, ერთი თვე სარჩელის სასამართლოში შესვლიდან აითვლება. მისი თქმით, 14-15 ოქტომბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს დასკვნა.

პრეზიდენტის წარმომადგენელი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი ამბობს, რომ წარდგინება დაუსაბუთებელია და იქ არ არის მოყვანილი მტკიცებულებები. მისივე თქმით, ჩნდება ბუნებრივი კითხვა – “რატომ ახლა?”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...