მთავარისიახლეებივენეციის კომისიამ ღარიბაშვილის მთავრობის შემუშავებული სპეციალური გეგემა დეოლიგარქიზაციის შესახებ, არ განიხილა

ვენეციის კომისიამ ღარიბაშვილის მთავრობის შემუშავებული სპეციალური გეგემა დეოლიგარქიზაციის შესახებ, არ განიხილა

Published on

ვენეციის კომისიამ მთავრობის მიერ შემუშავებული სპეციალური გეგემა დეოლიგარქიზაციის შესახებ არ განიხილა.

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ღარიბაშვილის მეთაურობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე 14 სექტემბერს მიიღეს. დოკუმენტზე ხელისუფლებამ ფარულად, ოპოზიციის ჩართულობის გარეშე იმუშავა, შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია რა წერია დოკუმენტში, რომელიც პარლამენტს უნდა გადაეგზავნოს.

19 სექტემბერს კი უმრავლესობამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, კენჭისყრაზე ჩააგდო. კანონპროექტის ჩაგდებაზე წინა დღეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, მთავრობის სამოქმედო გეგმის მოწონების პირობებში, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს პრაქტიკული აქტუალობა დაკარგული ჰქონდა.

შეგახსენებთ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა და კანონის მიღებას რეკომენდაცია არ გაუწია.

დასკვნაში ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ სისტემური მიდგომის ნაცვლად [რაც ინსტიტუციურ გაძლიერებას გულისხმობს], საქართველოს მთავრობამ აირჩია „პერსონალური მიდგომა“ და მისი „პოტენციური პოლიტიკური ბოროტად გამოყენება“ საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს.

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელიც კომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაავალა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...