უკრაინაში ომის 587-ე დღე გათენდა – სად რა ხდება

0
118

🔻 უკრაინის არმიის გენშტაბის მიერ სამშაბათს, დილით გავრცელებული ცნობების თანახმად, ფრონტზე, რომელიმე მიმართულებაზე, ძირეული ცვლილება არ მომხდარა.

🔻 ცნობების მიხედვით, რუსული ნაწილები უტევდნენ და კონტრშეტევაზე გადასვლას ცდილობდნენ ქვეყნის ჩრდილოეთ ფრონტზე, ლიმანის მიმართულებით, ასევე, ბახმუტის სამხრეთით, დონეცკთან ახლოს, ავდეევკასა და მარინკასთან, ხოლო სამხრეთის ფრონტზე ისევ გრძელდება შეტაკებები ვერბოვესა და სტარომაიორსკოესთან. უკრაინელებმა შეტევების მოგერიება ყველა ამ მიმართულებაზე მოახერხეს, თუმცა თავად წინ ვერ წაიწიეს.

🔻 “უკრაინის ძალები აგრძელებენ საიერიშო მოქმედებებს მელიტოპოლის მიმართულებაზე, ასევე ბახმუტის მიმართულებით, აყენებენ რა მტერს ზარალს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებით”, – ნათქვამია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინა სტატიაევროკავშირს არ ჰყავს “ნაწილობრივ” წევრი ქვეყნები – ბორელი
შემდეგი სტატიაჩემი სრული ნდობა ჩემს წარმომადგენლებს საკონსტიტუციოში, თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს – ზურაბიშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური