მთავარისიახლეებისაზოგადოებათქვენ ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს - ჩუგოშვილი კობახიძეს

თქვენ ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს – ჩუგოშვილი კობახიძეს

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს.

ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

“პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ. ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის – „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...