სუმის მერი დააკავეს – მას მანქანაში 1,4 მილიონი გრივნა უპოვეს

0
60

СБУ-მ 1,4 მილიონი გრივნის (დაახლ. 38.000 აშშ დოლარი) ოდენობით ქრთამის აღებისთვის სუმის მერი ოლექსანდრ ლისენკო დააკავა.

სპეცოპერაცია უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა განყოფილებამ ჩაატარა- თანხა მის მანქანაში იპოვეს, სადაც თავად მერიც იჯდა. გარემოებები დგინდება.

შეგახსენებთ, ბოლო დროს უკრაინაში იმატა ანტიკორუფციულმა აქტივობამ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის დახმარების გაწევის გასაგრძელებლად, ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დასახელდა. 

წინა სტატიარამზან კადიროვმა შვილი ვიცეპრემიერად დანიშნა
შემდეგი სტატიაევროკავშირს არ ჰყავს “ნაწილობრივ” წევრი ქვეყნები – ბორელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური